LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით” – როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

755
BeFunky-collage (7)

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს დაზიანებები აღენიშნება.

ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ, სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით.

ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და უკმაყოფილოა.

მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა.

ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება რატომ აბუქებო, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. დაახლოებით ორი კვირის წინ ვთქვი იგივე, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა და კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, ვერ გეტყვით. აქ შევხვდი მთავარ ექიმს, ამ ციხის საავადმყოფოს დირექტორს და მორჩა – არავითარი აპარატურა არ მინახავს, პრეზიდენტს შევხვდი სპეციალურ ოთახში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g