LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველანი საბერძნეთისა და ხორვატიის შესანიშნავ კუნძულებზე მოვილხენთ“ – „მამა მია“ მე-3 ნაწილით ბრუნდება

136
page

საოცარი ბუნება, არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება და რომანტიკული ისტორია – ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმის „მამა მიას“ მესამე ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წელს გაჟღერდა.

„მამა მიას“ მესამე ნაწილს გადაიღებენ

ახლა კი გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, საკულტო ფილმის მესამე ნაწილზე მუშაობა სულ მალე დაიწყება. ინტერვიუში მსახიობმა, კრისტინ ბარანსკიმ აღნიშნა, რომ მას ფილმების პროდიუსერთან, ჯუდი კრეიმერთან შეხვედრა ჰქონდა.

„ყველანი საბერძნეთისა და ხორვატიის შესანიშნავ კუნძულებზე მოვილხენთ. სულ არ გამიკვირდება, რეჟისორმა ყველას რომ ისევ ერთად მოუყაროს თავი. გადაღებებისთვის უკვე ვემზადებით, მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბარანსკიმ.

შეგახსენებთ, პირველი ფილმი 2008 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში ვარსკვლავური ქასთია წარმოდგენილი. მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრედი, პირს ბროსნანი, ენდი გარსია, შერი, კრისტინ ბარანსკი და.შ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები