LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში – ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში.. ყოველთვის ვერ მოიგებ, წაგება ბუნებრივი მომენტია და ამაში ცუდი არაფერია“ – ილია თოფურია

594
ირაკლი კობახიძე, ელინა ვალტონენი (2)

UFC-ის დაუმარცხებელი ვარსკვლავი ილია თოფურია მარცხის, შიშებისა და საკუთარ თავთან წრფელი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.

სპორტსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარცხი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

„ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში.. ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში, ყოველთვის ვერ მოიგებ ხომ? ჩვეულებრივი ბუნებრივი მომენტია წაგება და ამაში ხომ ცუდი არაფერია. ჩემთვის უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც გულწრფელად მარცხდებიან.

ყველას გვაქვს ის მომენტი, რომ შეიძლება რაღაც შემეშალოს, წავაგო.. ამაზე რატომ უნდა ვიფიქრო თუ ჯერ არ მომხდარა. ამიტომ ვცდილობ, რომ ყოველთვის პოზიტიურად მივუდგე ყველაფერს. თუ ცუდი უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება, ამაშიც შეიძლება პოზიტიურის დანახვა.

დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ვერ ნახავს.. იმიტომ, რომ ვშრომობ. ჩემს თავთან მართალი ვარ ყოველთვის. ვიცი, რომ თუ წავაგე ეს იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე“, – ამბობს ილია თოფურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g