LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ახსოვს, 2021 წელს ბიძინაობაზე უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება“ – მგალობლიშვილი

123
ლადო მგალობლიშვილი

„ყველას ახსოვს, 2021 წელს ბიძინაობაზე, უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება“, – ამ განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა სუსის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

როგორც მანვე აღნიშნა, 2024 წლის არჩევნებზე, „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი, ბარიერს ვერ გადალახავს.

„ეს პირდაპირ რუსეთიდანაა ნაკარნახევი და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან – ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“ – მამულაშვილი სუსის განცხადებაზე

მგალობლიშვილის თქმით, ამას მოწმობს ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვები და ხალხის განწყობა, რომელთა თანახმადაც, რადიკალურ ოპოზიციას თეორიული შანსიც კი არ გააჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დაამარცხოს.

„ამიტომ, გარდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა, სხვა არჩევანი არ დარჩენიათ. ევროკავშირთან ურთიერთობა ძალზე „სენსიტიური“ თემაა ქართველი ხალხისთვის. როგორც ჩანს, ბევრი მუშაობს იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

გვახსოვს პოდოლიაკის განცხადება, რომ საქართველოს არანაირი შანსი არ გააჩნია კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ეს იყო წყლის ამღვრევის უკანასკნელი შესაძლებლობა.

ყველას ახსოვს, 2012 წელს ბიძინაობაზე, უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება.

რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სუსის დღევანდელ განცხადებაზე: „ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“

ქართველი და უკრაინელი მაღალჩინოსნების ოპერაცია ამჯერადაც განწირულია სასტიკი მარცხისთვის. ხალხი ბრძენია და ამჯერადაც სწორ დასკვნას გააკეთებს“. – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g