LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ეს პროტესტი რუსეთისთვის არ უნდა გახდეს საბაბი დამატებითი უკანონო სანქციებისთვის: ქადაგიშვილი

67
ირაკლი ქადაგიშვილი

“ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს ჰიპოთეტურად მაინც საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას ეს.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს ეხმიანება.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად არ უნდა იქცეს:

“ის, რომ რუსეთის, აშშ-ის თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და რომელსაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” არ დაურღვევია, მას ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება. რაც შეეხება პროტესტს, ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს ჰიპოთეტურად მაინც საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას ეს. ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.

რაც შეეხება “კომენდანტის საათის” დარღვევას, როგორც ვიცი, ის პირებიც და დაწესებულებაც, სადაც დაირღვა, დაჯარიმდა. ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის მერე რამდენიმეჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. არც ხელისუფლებას და იმ სამოქალაქო აქტივისტს, ეს არ გაუპროტესტებია. ამიტომ ვამბობ, რომ როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, გავაპროტესტოთ რაღაცა და ნუ გვინდა, რომ ეს პროტესტი გავხადოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად და მეორე, როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი არ უნდა გახდეს კარგი საბაბი რუსეთისთვის, საქართველოზე დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა, რაც ერთხელ მოხდა – ფრენის აკრძალვა.” – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა.

მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები