LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას დავსჯით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ყველა ძალადობის ფაქტს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ: ირაკლი ღარიბაშვილი

74
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

„მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ყველა ძალადობის ფაქტს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით“, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და დააკავა 120 ადამიანი.

„ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 20 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g