LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ესმის, რომ ეს არის მკვდრადშობილი პროცესი… წარმატებით დასრულების ერთადერთი შანსი, მასში პირადად ივანიშვილის მონაწილეობაა – ხუხაშვილი ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე

163
გია და ბიძინა

საქართველომ  ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო, თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულების გეგმებზე საუბრობს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს, რომ ეს არის მკვდრადშობილი პროცესი, რომელიც ფიასკოთი დასრულდება.

„ხმამაღლა ყველა საუბრობს 12 პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს არის მკვდრადშობილი პროცესი, რომელიც როგორც ყოველთვის უშედეგოდ, უცილობელი კონფრონტაციით, ერთმანეთზე გადაბრალებით და შესაბამისად სრული ფიასკოთი დასრულდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულების ერთადერთი შანსი, მასში პირადად ივანიშვილის მონაწილეობაა.
არა აქვს მნიშვნელობა, ამას ის პოლიტიკოსის რანგში გააკეთებს, თუ მაგალითად “20/30”-ის სახელით.

ის დანიშნა ისტორიამ და პოლიტიკურმა რეალობამ პროცესზე პასუხისმგებლად და სწორად მან უნდა იკისროს ეს როლი, სხვა პარტიულ და სამოქალაქო ლიდერებთან ერთად.

ეს არის მისი ვალდებულებაც და შანსიც, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვა, რასაც შეიძლება ცოტა ხანში სერიოზული, შეუქცევადი საფრთხე შეექმნას.

სახელმწიფო ინტერესებზე აღარაფერს ვამბობ“. – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში აღნიშნულია, რომ კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g