LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას გთხოვთ ჩვენი პოსტის გაზიარებას… ამ ბავშვების პაწაწინა სიცოცხლეების გალამაზება, მათი ტკივილის შემსუბუქება, მათი ოჯახის წევრების თანადგომა ალბათ ყველაზე მთავარი სიკეთეა დედამიწაზე“ – „ბავშვთა ჰოსპისი“ საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

128
ბავშვთა ჰოსპისი საზოგადოებას მიმართავს

„გადმორიცხეთ სიმბოლური ერთი ლარი და გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს. ამგვარად უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს ჰოპისის არსებობის შესახებ და მეტი თანხაც შეგროვდება. „ციცინათელების ქვეყანა“ შემოწირულებებით საზრდოობს“ – ამის შესახებ ნათქვამია ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World – ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვთა ჰოსპისი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

მათივე ცნობით დღეს, 11 ოქტომბერს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დღე აღინიშნება, დღეს კი ჩვენს გვერდით კვლავაც არსებობენ ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.

დღეს წელიწადის ის ერთი დღეა, როცა ყველას გთხოვთ ჩვენი პოსტის გაზიარებას.
ეს დღე იმ ბავშვებს ეკუთვნით, რომლებიც დიდხანს არ ცოცხლობენ, მაგრამ თავიანთი ხანმოკლე ცხოვრებით უკეთესობისკენ ცვლიან სამყაროს.

11 ოქტომბერს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დღე აღინიშნება.

ბავშვი, ტკივილი, დაავადება, ხანმოკლე სიცოცხლე… ბუნებრივია, ეს სიტყვები ყველას გვაშინებს და ისედაც დაძაბულ ყოველდღიურობაში ვცდილობთ ბევრი არ ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ჩვენ გვერდით კვლავაც არსებობენ ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.

შიშით ვერავის დავეხმარებით. შიში უბრალოდ ხელს შეგვიშლის ამ პატარების დანახვაში, არ მოგვცემს საშუალებას, გავიაზროთ მათი მდგომარეობა და დავფიქრდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მათთვის.

გადმორიცხეთ სიმბოლური ერთი ლარი და გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს. ამგვარად უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს ჰოპისის არსებობის შესახებ და მეტი თანხაც შეგროვდება. „ციცინათელების ქვეყანა“ შემოწირულებებით საზრდოობს.

ამ ბავშვების პაწაწინა სიცოცხლეების გალამაზება, მათი ტკივილის შემსუბუქება, მათი ოჯახის წევრების თანადგომა ალბათ ყველაზე მთავარი სიკეთეა დედამიწაზე.
ერთი დღე – 1 ლარი – ერთად „ციცინათელებისთვის“!  

შემოგვიერთდით:

საქართველოს ბანკი; მიმღები: ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი“; დანიშნულება: ქველმოქმედება.
ა/ნ: GE31BG0000000368074900“ – ნათქვამია მიმართვაში.

🙏 დღეს წელიწადის ის ერთი დღეა, როცა ყველას გთხოვთ ჩვენი პოსტის გაზიარებას. ეს დღე იმ ბავშვებს ეკუთვნით, რომლებიც…

Posted by ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g