LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას გვახსოვს, ვისი პროგნოზი მართლდებოდა – ირაკლი კობახიძე Edison Research-ის კვლევაზე

56

“დღეს გამოქვეყნდა ორი კვლევა, ერთი “ნაციონალური მოძრაობის”, მეორე “ქართული ოცნების”, წარსულიდან ყველას ახსოვს, ვისი პროგნოზები მართლდებოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების დაკვეთით “ფსიქოპროექტისა” და “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევებთან და განსხვავებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

“გახსოვთ აცდენილი პროგნოზები “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს და გამართლებული პროგნოზები “ქართული ოცნების” მხარეს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას როცა ვაქვეყნებთ ამ კვლევებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. “ქართული ოცნების” მიერ დაკვეთილ კვლევაში, რომელიც “ფსიქოპროექტმა” განახორციელა, სალომე ზურაბიშვილია ლიდერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g