საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, 25 თებერვალი რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა და ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ვთქვათ – „არა რუსულ ოკუპაციას“.
„ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში.
ეს დღე რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ამიტომ ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას.
ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ 09:00 საათზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.