LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა: ვოლოდიმირ ზელენსკი

208
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ყოველთვის ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ საომარ მდგომარეობას უკრაინა ხუთ დღესაც ვერ გაუძლებდა, თუმცა დაღუპული გმირების წყალობით, ერთიანობისა და თავისუფალი ცხოვრების სურვილის წყალობით უკრაინელები კვლავ იბრძვიან.

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებსა და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს ოქროს ვარსკვლავის ორდენები გადასცა.

„ჩვენ ყოველთვის ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა. ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ თითოეულ მათგანს, ვინც უკრაინისა და თითოეული ჩვენგანისთვის სიცოცხლე გაწირა. რუსეთი იმედოვნებდა, რომ ჩვენ ხუთ დღესაც ვერ გავუძლებდით, მაგრამ იმ გმირების წყალობით, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენ შორის, ჩვენი ერთიანობისა და თავისუფალი ცხოვრების სურვილის წყალობით, ჩვენ ვიბრძვით. ამ დარბაზში, სადაც სახელმწიფოს უმაღლეს სტუმრებს შევხვდით, ჩვენი გმირების მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ. უკრაინის გმირთა ამ თეთრ დარბაზში ვაჯილდოებთ მათ, ვისი წყალობითაც უკრაინა ცოცხლობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g