LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ვაჩვენეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ჟინით, ყველა ოცნების ასრულება შეიძლება… სპორტული მიღწევებისთვის ქვეყნის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს“ – შალვა პაპუაშვილი ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა

151
შალვა პაპუაშვილი

„ყველას ვაჩვენეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ჟინით, ყველა ოცნების ასრულება შეიძლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქართველ ოლიმპიელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ქართველმა ოლიმპიელებმა დაამტკიცეს, რომ სპორტული მიღწევებისთვის ქვეყნის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს.

„50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში“ – ირაკლი კობახიძე

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არა აქვს
ქვეყნის სიდიდეს. 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, მოსახლეობის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მეშვიდე ვართ მსოფლიოში ამ 206 გუნდს შორის. ეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს თუ რამდენად ნიჭიერი ერი ვართ.

ყველას ვაჩვენეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

პრეზიდენტი: ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება – ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე

„პრეზიდენტი ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი… 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს – კობახიძე ზურაბიშვილზე

პოპულარულები