საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკე ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. მისალოცი ტექსტი პრეზიდენტმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს! მაცხოვრის მკვდრეთით აღდგენის სიხარულს მშვიდობა, სიკეთე და სათნოება მოეტანოს ომით, ბოროტებითა და ტკივილით დაღლილი დედამიწისთვის!“, – მიმართავს კათოლიკე ქრისტიანებს პრეზიდენტი.
