LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას, ვინც გუნდურობას მასწავლის, ჰკითხეთ, დაუჭერენ თუ არა სიას მხარს – ეკა ბესელია

ეკა-ბესელია-123567

რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, მდინარაძე ან რომელიმე სხვა კოლეგა, ეს გასაგებია, რომ არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და ამ სიის მიმართ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ბესელია “ქართული ოცნების” დეპუტატებს სთავაზობს, ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით – უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა მას მხარს.

“მოდით, ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდურობას მასწავლის, რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს ნაცვლად საუბრობს მიზეზებზე, უმჯობესია პირდაპირ მათ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა იმ ადამიანებს მხარს, რომლებიც ამ სიაში არიან. გამოჩნდება მათი პოზიცია, ვინც დღეს საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რაც მოიფიქრა ირაკლი კობახიძემ. ეს არის ცრუ ვერსია,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

magti 5g