LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ვნახავ პასუხისგებაში მიცემულს ამ უსამართლო გადაწყვეტილებისთვის: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

152
FORTUNA.GE- (8)

“მოსამართლემ მიიღო ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, მე მგონი, ამ საუკუნეში და მას ვერ ჩამოშლის ვერანაირი არაგვი და მდინარე.” – ასე განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

 შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 14 მარტს გამოცხადდება

გოგოლაძის განცხადებით, პასუხს აგებს ყველა, ვინს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო:

“ეს სასამართლო გადაწყვეტილება დაიშლება და განადგურდება და ყველა პასუხს აგებს სამართლებრივად, ვინც ეს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

აუცილებლად ვაპირებთ გასაჩივრებას, ვაპირებთ ყველანაირი რადიკალური ზომის მიღებას, რაც კანონს არ ცდება. ყველას ვნახავ პასუხისგებაში მიცემულს ამ უსამართლო, ამ ბინძურ, სამარცხვინო გადაწყვეტილებაში ვისაც როგორი წვლილი მიუძღვის – დარეკვით, შეშინებით, მითითებით თუ უგუნურებით – ყველა აგებს პასუხს. მოსამართლემ მიიღო ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, მე მგონი, ამ საუკუნეში და მას ვერ ჩამოშლის ვერანაირი არაგვი და მდინარე.” – თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

16 წელით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს. ორ არასრულწლოვანის განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g