ყველას ვთხოვ, რომ წელს არჩევნებზე განსაკუთრებულად იაქტიურონ და რა თქმა უნდა, ნათელი მომავლისკენ გააკეთონ არჩევანი, – განაცხადა ხაშურში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე, წამყვანმა სალომე გოგიაშვილმა.
„ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საღად მოაზროვნეა, იმავე პოზიციაზე იქნება, რომელზეც ვდგავართ ყველა აქ მყოფი ადამიანი.
არჩევანის გაკეთება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არ მივალ და არ შემოვხაზავ, ჩემი ხმით არ გადაწყდება, ეს არასწორია. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ წელს განსაკუთრებულად იაქტიურონ და რა თქმა უნდა, ნათელი მომავლისკენ გააკეთონ არჩევანი“, – განაცხადა გოგიაშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ხაშურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტში ჯგუფი „მიქსტურა“, „ნიკოლშოუ“ და მარიტა როხვაძე მონაწილეობენ.