LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველასგან მიტოვებულმა 17 წლის გოგონამ მსოფლიო ფეხზე დააყენა –  სინდი ლაუპერის უცნობი ისტორია

295
#გამონათქვამები

ამერიკელი მომღერალი სინდი ლაუპერი 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული გოგონების ჰიმნად წოდებული სიმღერის, Girls Just Want to Have Fun-ის ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მუსიკოსი 67 წლისაა, ის დღემდე ძველებური ენერგიით ასრულებს ჰიტს, რომელმაც უამრავი ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

პოპმუსკის კაშკაშა ვარსკვლავი 1953 წლის 22 ივნისს დაიბადა. ის იტალიური, გერმანული და შვედური წამოშობის ოჯახიდანაა. მისი ბავშვობა არ იყო მარტივი, მშობლები განქორწინდნენ, როდესაც სინდი ჯერ კიდევ 5 წლის იყო. დედა მალევე ხელახლა დაქორწინდა და ამბობენ, რომ სინდის ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან. რთული ცხოვრების მიუხედავად, სინდიმ მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში გამოავლინა, ლექსების წერაც ადრე დაიწყო. ასევე დამოუკიდებლად ისწავალა გიტარაზე დაკვრაც, სკოლაში ცუდად სწავლობდა, ამიტომ სწავლა მალევე მიატოვა. ბიოგრაფიოულ წიგნში სინდი ლაუპერი ყვება, რომ მამინაცვალი მოძალადე იყო და ამის გამო მას 17 წლის ასაკში სახლიდან გაქცევა მოუწია. მთელი ორი კვირა ის ტყეში, ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ცხოვრება ძალიან უჭირდა, დროდადრო კაფეებსა და ბარებში მღეროდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ცხოვრების უკეთ ასაწყობად სწავლა იყო საჭირო, ამიტომ ჩააბარა გამოცდები და კოლეჯში დაბრუნდა.

70-იან წლებში სინდი ლაუპერმა მუსიკალური კარიერა დიწყო, მღეროდა სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად, ასრულებდა ცნობილი ჰიტების ქავერ-ვერსიებს. კარიერა მხოლოდ იწყებოდა, როდესაც მოულოდნელად ხმის იოგების სერიოზული დაზიანება მიიღო. ექიმებმა მას სიმღერა აუკრძლეს, თუმცა ლაუპერმა ოცნებებისთვის ბრძოლა გააგრძელა. 78 წელს შექმნა ჯგუფი Blue Angel და პირველი ალბომი გამოუშვა. არაფერმა ისე არ მიიქცია მუსიკის კრიტიკოსების ყურადღება, როგორც ვოკალისტის ხმამ. მისი ხმის ტემბრით ხმისჩამწერი სტუდია „პორთრითი“ დაინტერესდა და მას სოლო დისკის ჩაწერა შესთავაზა. ასე გამოვიდა სინდის პირველი ალბომი She’s So Unusual, რომელმაც მას არნახული წარმატება მოუტანა.

ამ ალბომში შევიდა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორიცაა Time After Time და Girls Just Want to Have Fun. ამ უკანასკნელზე შექმნილი კლიპი ჟურნალმა „როლინგ სთოუნზმა“ ჩვენი ეპოქის უდიდეს მუსიკალურ კლიპად დაასახელა. ალბომი 5 ჯერ გახდა პლატინის ტიტულის მფლობელი, თავად სინდი ლაუპერი კი „გრემის“ მფლობელი გახდა. მართალია მეორე ალბომი True Colors ისეთივე წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ სინდიმ მსოფლიოს თავი უკვე შეაყვარა.

სულ მუსიკოსი ალბომზე 12 სოლო ალბომია. „ბილბორდის“ ვერსიით, 2010 წელს გამოსული Memphis Blues საუკეთესო ბლუზ ალბომია მუსიკის ისტორიაში.

ყველაფერთან ერთად სინდი ლაუპერი არაჩვეულებრივი მსახიობიცაა. მის ანგარიშზე რამდენი სრულმეტრაჟიანი ფილმი და სერიალია. ის დღემდე ხშირად ჩნდება მოწვეული სტუმრის სტატუსით ცნობილ სატელევიზიო სერიალებში. რაც შეეხება პირადს, ის წლების წინ მუსკალურ მენეჯერს, დევიდ ვოლფომს ხვდებოდა. მომავალი მეუღლე, მსახიობი დევიდ ტორნტონი სინდიმ 1989 წელს გაიცნო და მასთან 2 წელი გაატარა. წყვილს საერთო ქორინებიდან ვაჟი, დევიდ უოლესი ჰყავს.

2012 წელს ლაუპერმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, 2018 წელს „ბილბორდის“ დაჯილდოვებაზე ის მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯიდლოვა. ამჯერად სინდი აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ კარიერას, ხშირად ჩნდება ბროდვეის სპექტაკლებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g