პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან ზუსტად ორ დღეში პრინცი ჰარი ამერიკიდან ბრიტანეთში ჩაფრინდა. ის ბრიტანეთში მარტო ჩავიდა, რადგან ორსულ მეგან მარკლს ექიმებმა ფრენის უფლება არ მისცეს.
ბრიტანეთში ჰარი შაბათის ჩათვლით დარჩება, რადგან პრინც ფილიპს სწორედ 17 აპრილს დაკრძალავენ. იქამდე კი სასექსის ჰერცოგმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა:
„ჩემი ბაბუა იყო ღირსეული ადამიანი. ის ყველასთვის მონარქი იყო, ჩემთვის კი, უსაყვარლესი ბაბუა. ის იყო დიდი საყრდენი დედოფლისთვის 73 წლის მანძილზე. მადლობა მას უნაკლო სამსახურისთვის, ერთგულებისთვის. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება. მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში, მეგანისა და არჩის გულებში“ – წერს პრინცი ჰარი.