LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ბედნიერი და განსხვავებული დაბადების დღე ჩვენს საბასთან ერთად“ – იუბილარი მარიამ ელიეშვილი შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

283
მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილი, რომელიც ქართველ მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამი თვის წინ დედა გახდა – წყვილმა ვაჟიშვილს საბა დაარქვა.

მარიამი პატარა საბას კადრებს სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს.

როგორია დედობა მარიამ ელიეშვილისთვის: „პირველი დღეები საკმაოდ რთული იყო, რადგან ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს…“

მომღერალი, რომელიც დღეს იუბილარია, შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი 28 წლის იუბილე ყველაზე ბედნიერი და განსხვავებულია.

„ყველაზე ბედნიერი და განსხვავებული დაბადების დღე ჩვენს საბასთან ერთად. 28-ე წელი ახლა უკვე დედის ამპლუაში“, – წერს მარიამ ელიეშვილი სოციალურ ქსელში.

„ლოყებიანი ბისკვიტი“, „პატარა სერიოზული კაცი“, „ულამაზესი დედა-შვილი“ – მარიამ ელიეშვილი შვილის, პატარა საბას კადრებს გვიზიარებს

ყველაზე ბედნიერი და განსხვავებული დაბადების დღე ჩვენს საბასთან ერთად♥️ 28-ე წელი ახლა უკვე დედის ამპლუაში♥️

Posted by Mariam Elieshvili on ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g