LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბევრი ფული მეივეზერს აქვს: მესი და რონალდო უკან მისდევენ

291

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს სათავეში კვლავ ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი უდგას, რომელიც აღარ არის მოქმედი სპორტსმენი. მისმა შემოსავალმა 285 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 275 მილიონი მან მიიღო MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) ირლანდიელ მებრძოლთან კონორ მაკგრეგორთან ჩხუბისთვის. კიდევ 10 მილიონი მეივეზერს სასპონსორო კონტრაქტებმა მოუტანა.

პირველი სამეული შეავსეს „ბარსელონას“ და „რეალის“ ვარსკვლავებმა – ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ.

 

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების TOP10:

1. ფლოიდ მეივეზერი (კრივი, აშშ) – 285 მლნ
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი, არგენტინა) – 111 მლნ
3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, პორტუგალია) – 108 მლნ
4. კონორ მაკგრეგორი (MMA, ირლანდია) – 99 მლნ
5. ნეიმარი (ფეხბურთი, ბრაზილია) – 90 მლნ
6. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, აშშ) – 85,5 მლნ
7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, შვეიცარია) – 77,2 მლნ
8. სტივენ კარი (კალათბურთი, აშშ) – 76,9 მლნ
9. მეტ რაიანი (ამერიკული ფეხბურთი, აშშ) – 67,3 მლნ
10. მეტიუ სტეფორდი (ამერიკული ფეხბურთი, აშშ) – 59,5 მლნ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები