LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ჭკვიანი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მოხედვით

48

არსებობს მოსაზრება, თითქოს მამაკაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები, თუმცა სინამდვილეში ძლიერი სქესის წარმომადგენლებს გული სწორედ გონიერი ქალებისკენ მიუწევთ. საინტერესოა, ვის თვლიან ასტროლოგები ყველაზე ჭკვიან ქალბატონებად?

 

* ვერძი

ვერძი ბავშვობიდან პრინციპულობით გამოირჩევა და თანატოლების უპირობო ნდობითაც სარგებლობს. ზრდასრულ ასაკში ქალბატონი ვერძი სწრაფად ირგებს ლიდერის როლს და არც პასუხისმგებლობას ერიდება. რა თქმა უნდა, ამგვარი აქტიურობა მამაკაცების თავმოყვარეობაზე მოქმედებს, თუმცა ვერძს ნაკლებად აინტერესებს რას გრძნობენ მამაკაცები.

ქალბატონ ვერძს შესაშური მოთმინება, ნებისყოფა აქვს და თავისუფლად ჰკიდებს ხელს ნებისმიერ მამაკაცურ სამუშაოს. მართალია, ხშირად ავლენს აგრესიას გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ არ შეუძლია დიდხანს გაბრაზება. ამავდროულად ვერძი საკმაოდ გულუბრყვილოა, ამიტომ ოცნებებით გატაცებული ხშირად ეხეთქება მიწას მტკივნეულად.

 

* მორიელი

მორიელი ქალი – პრაქტიკულად მამაკაცია კაბაში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა გოგონებმა ადრეული ასაკიდან იციან, რომ სხვებს არ გვანან. ცხოვრებას საკმაოდ მარტივად უყურებენ და თვლიან, რომ მიუხედეავად მზაკვრობისა და ვერაგობისა, სამყარო მაინც მშვენიერია.

ქალბატონ მორიელს არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვს, თავისუფლად შეუძლია ადამაინების „წაკითხვა“, მანიპულატორების, თაღლითების და სხვა არაკეთილმოსურნეთა ამოცნობა და ცდილობს ნაკლებად დაიჭიროს მათთან საქმე. თუმცა, მორიელ ქალბატონს წყენის დამახსოვრება უყვარს და არც შურისძიებას ერიდება, ამიტომ ეცადეთ ზედმეტად არასდროს დაძაბოთ მასთან ურთიერთობა.

 

* თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული გოგონები მშვიდები, ყურადღებიანი, სერიოზულები არიან და ნაკლებად აინტერესებთ ბავშვური თამაშები. ზრდასრული თხის რქა იშვიათად ცდილობს ახალი ნაცნობების შეძენას, რადგან განსხვავებულად ესმის მეგობრობა და რამდენიმე უახლოესი, საიმედო ადამიანითაც კმაყოფილდება, თუმცა ყოველთვის ადვილად გამოსდის მამაკაცების ყურადღების მიპყრობა.

წარმატებას პროფესიონალურ სფეროში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალი საკმაოდ გვაინ აღწევს, არასდროს ებმება კონფლიქტებში და არ გამოხატავს საკუთარ ემოციებს. ამავდროულად თხის რქა საკმაოდ ჯიუტია და თავისუფლად შეუძლია ყველაზე მშვიდი ადამიანის მოთმინებიდან გამოყვანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები