კომპანია OUKITEL-მა შექმნა ახალი სმარტფონი K4000 Plus, რომელსაც უსაფრთხოების სრულიად ახალი და სანდო სისტემა და დაცული ეკრანი აქვს.
უსაფრთხოების სისტემა კი არა ცალკე აპლიკაციის, არამედ პირდაპირ ოპერაციულ სისტემას გულისხმობს. იგი ინახავს ყველაფერს, რისი დაფარვაც გარეშე თვალისგან გსურთ. სპეციალურ განყოფილებაში შეგიძლიათ განათავსოთ როგორც ფოტოები, ასევე მიმოწერა, შემომავალი და გამავალი ზარების ისტორია, ვიდეორგოლები და ბევრი სხვა.
დაცული სისტემა არამარტო პაროლის ან თითის ანაბეჭდის სკანერის სტილშია შესრულებული: მაგალითად, იმისათვის, რომ საიდუმლო მასალების განყოფილებაში აღმოჩნდეთ, საჭიროა ნომრის აკრეფის დროს საიდუმლო კომბინაცია შეიყვანოთ. ამ გზით ვინმეს ეჭვიც კი არ გაუჩნდება, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სმარტფონში საიდუმლო ინფორმაციის მთელი ბაზაა.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოწყობილობას გამძლე კორპუსი და ეკრანი აქვს, რომლის გატეხვაც დიდი მონდომების გარეშე, შეუძლებელია.