LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე სასოწარკვეთილ პარტიამდე – “ენმ-ს“ „მეტამორფოზა“ იონათამიშვილისგან

79
რატი იონათამიშვილი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა მეტამორფოზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე სასოწარკვეთილ ოპოზიციურ პარტიამდე.” – ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ პარტიას უფრო ეს სტატუსი შეესაბამება.

“ამიტომ მათი მხრიდან საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე სინამდვილეში არის იმის აღიარება, რომ ისინი ვერ ეგუებიან, რომ ოპოზიციური პარტიუკები, რომელსაც ისინი ეძახდნენ დღე გამიჯნულები არიან ამათგან” – ამბობს იონათმიშვილი.

მისი განცხადებით, უკვე ყველამ იცის, რომ პოლიტიკურ ველზე არანაირი მომავალი ამ პარტიას არ აქვს და ვინც მასთან იქნება აფილირებული, იმასაც იგივე ბედი ელის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g