LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი ველოსიპედი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

87

ბაშკირეთი ყველაზე დიდი ველოსიპედის შექმნისთვის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. საქმე ისაა, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მთლიანად ადამიანებისგან იყო აწყობილი და საინტერესო იდეის განხორციელებაში 900 მოქალაქე მონაწილეობდა. რეკორდისთვის ქალაქი უფა და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შეირჩა და მიუხედავად ცუდი ამინდისა ტერიტორია არც ერთ მონაწილეს არ დაუტოვებია.

აღსანიშნავია, რომ როგორც ადგილობრივებმა შეაფასეს, ეს მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი დღე იყო და სანამ გინესის წიგნის წარმომადგენლები რეკორდს ჩაინიშნავდნენ მათ რამდენიმე საათი გაუნძრევლად დგომა მოუხდათ. წვიმა და ქარი კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები