მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა ერთად უკვე ცხრა წელი არიან, როგორ შეიცვალა მეუღლეებს შორის დამოკიდებულება და რა ტრანსფორმაცია განიცადა ურთიერთობამ, ამის შესახებ სალომე ლემონჯავა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ჩემი აზრით, სიყვარული ყოველთვის იცვლის სახეს და უფრო უკეთესი ხდება, უფრო ძლიერდება. ამ წლების განმავლობაში ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა, ეს როგორც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი, ასევე არის გიორგისთვისაც.
ჩვენ მეგობრებიც ვართ, პარტნიორებიც, შეყვარებულებიც, ცოლ-ქმარიც, მშობლებიც. ცოტ-ცოტა ყველაფერი რომ ვართ, ეს აძლიერებს ჩვენს სიყვარულს. ყველაზე ძალიან რაც გიორგიში მომწონს, არის ადამიანურობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ცხოვრების ასეთი თანამგზავრი დგას“, – ამბობს სალომე ლემონჯავა „სარკესთან“ ინტერვიუში.
სრული ინტერვიუ იხილეთ ჟურნალში „სარკე“.
