LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია – პრემიერის რეაქცია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდზე [ვიდეო]

2622
premieri

მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ” – განაცხადა პრემიერმა.

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს მედლით და 3 მსოფლიო რეკორდით დაასრულა. ქართველმა ათლეტმა ოქროს მედლები მოიპოვა: ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. მან პირველ ცდაზე 208 კგ აიტაცა, ხოლო მეორეზე – 218, სწორედ ამის გამო მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აკვრაში 260 კილოგრამით საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც.

საპრიზო ადგილის მფლობელები პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ორგანიზატორებსა და ძალოსნობის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები