კუპე BMW 3.0 CSL ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული ახალი ავტომობილი გახდა. ესპანელმა დისტრიბუტორმა საკოლექციო კუპე 605 ათას ევროდ შეაფასა. ორკარიანი მოდელი წინა წელს წარადგინეს. მოდელი მხოლოდ 50 ეგზემპლარადაა გამოსული და თითოეული 560 ცხენის ძალის 3 ლიტრიანი ბიტურბო ძრავითაა აღჭურვილი.
მანქანა რომ იაფფასიანი არ იქნებოდა, ამაზე მისი ტირაჟიც მეტყველებდა. სულ მალე მათგან ერთ-ერთი მოდელი კი აუქციონზე გაიყიდება. ინიციატორი BMW-ს ესპანელი დისტრიბუტორია და ის პირობას დებს, რომ თანხის ნაწილი ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება.