LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული „ბუგატის“ მფლობელი მას მხოლოდ 2,5 წლის შემდეგ მიიღებს

939
bugatti

უნიკალური Bugatti La Voiture Noire-ს მფლობელი თავის ავტომობილს მხოლოდ 2,5 წლის შემდეგ მიიღებს. ჰიპერქარი ჩვეულებრივი მოხმარების გზებზე სამოძრაოდ უნდა მოამზადონ და როგორც ჩანს, ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კუპე ერთადერთ ეგზემპლარად გამოვიდა და ის უცნობმა კოლექციონერმა 19 მილიონ დოლარად შეიძინა.

„ბუგატის“ პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე შედგა. მოდელი ომამდე პერიოდში აწყობილი ავტომობილის Type 57 SC Atlantic-ის საპატივცემულოდ შეიქმნა და ამ მსგავსების ნახვა ბევრ დიზაინერულ ელემენტშია შესაძლებელი.  მაგალითად, სუპერქარს იგივე ფერი აქვს რაც ლეგენდარულ მოდელს და ძარის ვიზუალიც თითქმის იდენტურად გამოიყურება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, „ბუგატი“ ეს იგივე Chiron-ია. მან 8,0 ლიტრის მოცულობის w16 ძრავი მიიღო და 4 ტურბინიან აგრეგატს 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g