ხშირად ფილმებს არა მხოლოდ მსახიობთა ბრწყინვალე თამაში და რეჟისორის ნამუშევრი აქცევს საკულტოდ, არამედ კოსტუმები, რომელთაც მთავარი პერსონაჟები იმოსებიან.
* „საუზმე ტიფანისთან“ – კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სამოსად – პატარა შავი კაბა ითვლება, რომელიც მაყურებელმა ფილმში „საუზმე ტიფანისთან“ იხილა. Givenchy-ის მოდის სახლის მიერ, სპეციალურად ოდრი ჰეპბერნისთვის შეკერილი კაბა, რომელიც არა ერთი თაობის მოდის მოყვარულთა საოცნებო სამოსად იქცა, 2006 წელს აუქციონზე 792 ათას დოლარად გაიყიდა.
* „ჩემი მშვენიერი ლედი“ – მდიდრული კაბა თავისი ელეგანტური შლაპით, რომლითაც ოდრი ჰეპბერნი ფილმში „ჩემი მშვენიერი ლედი“ გამოჩნდა, კინემატოგრაფიის ისტორიის კიდევ ერთ საკულტო სამოსია. ფილმმა, რომელიც ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით შეიქმნა, რამდენიმე „ოსკარი“, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო კოსტიუმებისთვისაც მოიპოვა, თავად სამოსი კი, 3,7 მლნ. დოლარად შეფასდა.
* „შვიდი წლის თავზე“ – ფილმი, რომელმაც გარდამტეხი აღმოჩნდა მერილინ მონროს კარიერაში, დღეს ნაკლებად ახსოვს მაყურებელს, თუმცა, მსუბუქი თეთრი კაბა ღრმა დეკოლტით, რომელიც 2011 წელს 4,6 მლნ. დოლარად შეიძინა ცნობილმა კოლექციონერმა დიდი ხანია იქცა მსახიობის „სავიზიტო ბარათად“ იქცა.
* ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს – კიდევ ერთი ცნობილი კაბა, რომელიც მერილინ მონროს 1953 წელს ფილმში “ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს” ეცვა. ღია ვარდისფერი ატლასის კაბა ფილმისთვის უილიამ ტრავილმა შექმნა. კაბა აუქციონზე 320 ათას დოლარად გაიყიდა.
* სექსი დიდ ქალაქში“ – კერი ბრედშოუს საქორწინო კაბა, რომელიც კოსტიუმების მხატვარმა პატრისია ფილდმა შექმნა, ისე ძალიან შეიყვარა მაყურებელმა და ვივიან ვესტვუდმა, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, კაბა დიზაინერის ბუტიკებში მოხვდა და არნახული ბუმი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. უცნაურია, მაგრამ ორიგინალური კაბა საკმაოდ იაფი – 11 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირდა.