ავთანდილ წერეთლის შესახებ პროკურატურის განცხადებას, “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
მას პროკურატურა 16 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს ედავება.
ავთანდილ წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული - ახალი დეტალები თიბისი ბანკის საქმეში
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს. ავთანდილ წერეთელი მზად არის გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა,” – წერს ვატო წერეთელი.