LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ფერადი ადამიანი დაკარგა დედამიწამ, ძალიან დააკლდები დედამიწას შენი მოუსვენარი ხასიათით და ულამაზესი კადრებით… გოგო დიდი ზურგჩანთით, რომელიც მსოფლიოს მოვლას გეგმავდა“ – „მთავარი არხის“ ოპერატორს, ნინი ლომიძეს მეგობრები ემშვიდობებიან

6098
ნინი ლომიძე

ახლახან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა „მთავარი არხის“ ოპერატორი, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტი, ნინი ლომიძე.

„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“ – თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნინო ლომიძეს ოჯახის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში, საჯაროდ ემშვიდობებიან და მასთან დაკავშირებით ემოციურ ავრცელებენ.

„მართლა არ მჯერა, რომ ამას ვწერ. ნათელში იყავი მოუსვენარო და ახლის მაძიებელო ხვლიკო. ძალიან გვაწყენინე ყველას. ძალიან კარგი იყო შენთან ერთად მუშაობა და შენთან ერთად გატარებული ზაფხული. ძალიან, ძალიან დააკლდები დედამიწას შენი მოუსვენარი ხასიათით და ულამაზესი კადრებით.

მშვიდად განისვენე კოლეგა“, – წერს ირინე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Nini Lomidze მართლა არ მჯერა რო ამას ვწერ💔 ნათელში იყავი მოუსვენარო და ახლის მაძიებელო ხვლიკო🦎😭💔 ძალიან გვაწყენინე ყველას💔 ძალიან კარგი იყო შენთან ერთად მუშაობა და შენთან ერთად გატარებული ზაფხული💔 ძალიან ძალიან დააკლდები დედამიწას შენი მოუსვენარი ხასიათით და ულამაზესი კადრებით💔 მშვიდად განისვენე კოლეგა😭😭🎥❤️

Posted by Irinee Japharidze on პარასკევი, 04 ივლისი, 2025

„ყველაზე ფერადი ადამიანი დაკარგა დედამიწამ… მშვიდად განისვენე ხვლიკიუს“…

ყველაზე ფერადი ადამიანი დაკარგა დედამიწამ 💜… მშვიდად განისვენე ხვლიკიუს 💜❤️‍🩹 Nini Lomidze

Posted by Łiźkàå Gøgînävâ on პარასკევი, 04 ივლისი, 2025

„ეს ფოტო „მთავარის“ ეზოში გადავიღეთ. პირველი, ვინც გავიცანი, ნინი იყო, სულ მამხნევებდა და სულ მეუბნებოდა: მაგარი ჟურნალისტი იქნებიო, მე კი სულ მჯეროდა, რომ აუცილებლად ნინის გადაღებულ ფილმებს ვნახავდი.

სილაღით, სითბოთი, სიყვარულით აღსავსე ნინი. კიდევ ვერ ვიჯერებ. მოუსვენარი გოგო დიდი ზურგჩანთით, რომელიც მსოფლიოს მოვლას გეგმავდა. სადაც მიდიოდა ყველგან პოზიტივი მიჰქონდა. ნი, მუდამ ჩემს გულში იცხოვრებ“, – წერს ნინი ლომიძის კიდევ ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.

ეს ფოტო მთავარის ეზოში გადავიღეთ💔 პირველი ვინც გავიცანი ნინი იყო, სულ მამხნევებდა და სულ მეუბნებოდა მაგარი ჟურნალისტი…

Posted by თათია როინაშვილი on პარასკევი, 04 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g