LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გადატვირთული ქალაქები

9580811408_44cd203f9a_h-e1513217804121-1024x586

ავტოექსპერტებმა ყოველწლიური რეიტინგი INRIX 2018 Global Traffic შეადგინეს და მასში 38 ქვეყნის 200 ქალაქი მოხვდა. ყველაზე გადატვირთული გზების მქონე კი კვლავინდებურად მოსკოვი აღმოჩნდა. რუსეთის დედაქალაქის საცობები უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე სტამბოლის, ლონდონისა თუ ბერლინის.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა არამხოლოდ საცობში გატარებული საშუალო დრო, არამედ მოძრაობის სიჩქარე და 30, 45 თუ 60 წუთის განმავლობაში გავლილი გზის მანძილიც გაითვალისწინეს. შედეგების მიხედვით, მოსკოველმა ავტომოყვარულებმა 2018 წელს საცობში 210 საათი დაკარგეს, მოძრაობის საშუალო სიჩქარე კი ამ დროს 18 კმ/სთ იყო.

რეიტინგის შემდეგი პოზიციები – სტამბოლმა, ბოგოტამ, მეხიკომ, სან-პაულომ, ლონდონმა, რიომ და ბოსტონმა დაიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g