პროდიუსერი კახა მამულაშვილი [მამულიჩა] სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შვილებს, მომღერალ ძმებს – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს საჯაროდ მიმართავს.
ფოტო: „ოჯახობა“ – ნატო გელაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
როგორც კახა მამულაშვილი აღნიშნავს, ძმები ჭოხონელიძეები წელს ლიდერები არიან და მათ ქართულ შოუ-ბიზნესს და ქართულ სიმღერას ძალიან დიდი მუხტი მისცეს.
„გილოცავთ ჭოხოებო. ნამდვილად წელს ლიდერები ხართ.
წარმატებები, ძალიან დიდი მუხტი მიეცით ქართულ შოუ-ბიზნესს, ქართულ სიმღერას, ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურეთ.
მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული, რაც თქვენს პროექტშია, რასაც აფასებს ამდენი ადამიანი, რომლებიც დადიან თქვენს კონცერტზე, თქვენი დამოკიდებულება თქვენი უმაგრესი დედიკოს Nato Gelashvili მიმართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მამამ არ მიწყინოს. წარმატებები“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
გილოცავთ ჭოხოებო ❤️❤️Giorgi Chokhonelidze,Luka Chokhonelidze. ნადვილად წელს ლიდერები ხართ . წარმატებები, ძალიან დიდი…
Posted by Kakhi Mamulashvili on ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025