კენდალ და კაილი ჯენერები ყველაზე გავლენიანი თინეიჯერი-ვარსკვლავები გახდნენ. გამოკითხვა ჟურნალმა Time ჩაატარა. რეიტინგის შედგენისას აქცენტი ცნობილი თინეიჯერების პოპულარობაზე, ასევე სოციალურ ქსელებში მათ აქტიურობაზე გაკეთდა.
ჯენერების კონკურენტები ნობელის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი მალალა იუსუფაი, აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი მალია ობამა, უილ სმიტის შვილი მსახიობი ჯეიდენ სმიტი და „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, არია სტარკის როლის შემსრულებელი მეისი უილიამსი იყვნენ.
კაილის და კენდალს ასაკი ხელს არ უშლის, მილიონების გამომუშავებაში, ისინი აქტიურად მონაწილეობენ სარეკლამო კამპანიებში, ცოტა ხნის წინ კი საკუთარი ტანსაცმლის ხაზი Kendall & Kylie გამოუშვეს.