LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გემოვნებიანი ადამიანების სიაში ფრანსუა ოლანდი და პრინცი ჰარი არიან

63

ჟურნალმა Financial Times წლის ყველაზე გემოვნებიანი ცნობილი ადამიანები დაასახელა.

გამოცემის რეიტინგში მოხვდნენ მუსიკოსები და მსახიობები, პოლიტიკური მოღვაწეები და სპორტსმენები, სამეფო ოჯახების წევრები. სიაში არ არის პირველი და ბოლო ადგილი, რედაქციამ მხოლოდ ის ადამიანები დაასახელა, ვინც წელს სხვებისგან გემოვნებით გამოირჩეოდნენ.

რეიტინგში მოხვდნენ სიენა მილერი, ჯასტინ ბიბერი, ჯენიფერ ლოურენსი, დაკოტა ჯონსონი, ჯულიანა მური, ლეა სეიდუ, კოლინ ფარელი, ჯეი ჯეი აბრამსი. პოლიტიკოსებიდან სიაში მოხვდნენ ჰილარი კლინტონი, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ყველაზე გემოვნებიან ადამიანებს შორის არის ლონდონის სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც – პრინცი ჰარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g