ჟურნალმა InStyle ყველაზე გემოვნებიანი წყვილების რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი ჯორჯ და ამალ კლუნებმა დაიკავეს. ჰოლივუდელი მსახიობის ცოლმა პრესა დიდი ხანია, საკუთარი ელეგანტურობითა და გემოვნებით მოხიბლა.
რეიტინგის მეორე ადგილს იკავებენ მეთიუ მაკონახი და კამილა ალვესი, კარგი იმიჯის მქონე ოჯახი სამი შვილით.
მესამე ადგილზე კი ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი არიან.
ბიონსემ და ჯეი-ზიმ ყველაზე გემოვნებიანი ცნობილი წყვილების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავეს, თუმცა ყველაზე მდიდარი წყვილების რეიტინგში ისინი პირველ ადგილზე არიან.
ლიდერთა ხუთეულს ასრულებენ კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებიან.
პირველ ათეულში კი არც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი და არც კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი არ მოხვდნენ, თუმცა ათეულში არიან ოლივია პალერმო და იოჰანეს ჰიუბლი, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი, რაიან სვიტინგი და კეილი კუიკო, კირა ნაიტლი და ჯეიმსონ რაიტონი, რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი.
