წელს „ასორტმა“ განსაკუთრებული სააღდგომო დესერტები შექმნა – დახვეწილი დიზაინის პასკები, ტორტები, შოკოლადის კვერცხები და ხელნაკეთი ორცხობილები ნებისმიერ სუფრას გაალამაზებს და კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
ეთო გვენცაძე, კომპანიის „ასორტი“ გაყიდვების ხელმძღვანელი:
– „ასორტმა“ აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ნუგბარს – შოკოლადის კვერცხებს, ხელნაკეთ ორცხობილებს, სადიზაინერო ტორტებს და რა თქმა უნდა, სააღდგომო სუფრის გვირგვინს – პასკას, რომელსაც „ასორტი“ უკვე 17 წელია ტრადიციული რეცეპტურით ამზადებს.

„ასორტის“ პასკა სპეციალური ტექნოლოგიით ცხვება, არის ძალიან მძიმე, ნოტიო, ერთკილოგრამიანი, ქიშმიშებითა და ცუკატებით გაჯერებული. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ყველაზე გემრიელ პასკას „ასორტის“ ფილიალებში აღმოაჩენთ.

პასკასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წინასწარი შეკვეთებიც მიიღება ჩვენი ფესიბუკ გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით, თუმცა ადგილზეც ძალიან დიდი არჩევანია, როგორც ქიშმიანი, ისე ქიშმიშიან-ცუკატიანი პასკის. ფილიალებში, დილიდან საღამომდე, ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ, კონსულტაციასაც გაგიწევთ და სასურველი შიგთავსის პასკას აგარჩევინებთ.

გაყიდვაში გვაქვს ხაჭოს უგემრიელესი პასკაც. ისიც ტრადიციული, 17 წლიანი რეცეპტით მზადდება, გაჯერებულია ქიშმიშით, თხილეულითა და ცუკატებით.

ცნობისთვის, „ასორტში“ პასკასთან დაკავშირებით სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს, გვაქვს სხვადასხვა სახის ფასდაკლება, ვთანამშრომლობთ ბანკებთანაც. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.
(R)
