როგორც ყველა ერს, ებრაელებსაც საკუთარი ანდაზები აქვთ, თუმცა მათი გამონათქვამები ყოველთვის განსაკუთრებული გონებამახვილობით და იუმორით გამოირჩევა.
- თუ პრობლემის ფულით გადაჭრა შეიძლება, მაშინ ეს არა პრობლემა, არამედ ხარჯია.
- თუ სიყვარული მთავრდება, მაშინ ის არც დაწყებულა.
- თუ ფული დაკარგეთ ან მოგპარეს, ბედს მადლობა გადაუხადეთ, რომ ცხოვრებამ ფულით გაასწორა თქვენთან ანგარიში.
- როცა ცხოვრებას ადამიანის გულის გატეხვა უნდა, ჭკუას და საღად აზროვნების უნარს აძლევს.
- რაც უფრო მეტს ფიქრობ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლებად უყვარხარ სხვას.
- რაც მუქთად გეძლევა, უკეთესია ფულით აიღო.
- ცოდნა მემკვიდრეობით არასდროს გადაიცემა.
- სიკეთე დიდხანს არ ეძლევა დავიწყებას, თუმცა ბოროტება უფრო დიდხანს ახსოვს ყველას.
- ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რათა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი მოისმინოს.
- ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ცუდად ხედავს, თუმცა ბევრად მეტს.
- ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც საკუთარ ახალგაზრდობას დაეწევი.
- ბორკილები ყოველთვის ბორკილებია, თუნდაც ოქროსი იყოს.
- არავისი არ შეგშურდეს, რადგან ყველას თავისი დარდი აქვს.
- „გარეცხვა“ სხეულის შეიძლება, მაგრამ სულის არა.
- არ ღირს არამზადასთვის ცოდნის გაზიარება, უკეთესია ჭკუა ასწავლო.