LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ინოვატორი ქვეყნები მსოფლიოში

111

ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ტაივანი, დანია, სინგაპური, იაპონია, ჰოლანდია, შვედეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი, ისრაელი და შვეიცარია – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა  ყველაზე ინოვატორ ქვეყნებად დაასახელა.

World Economic Forum-ი ყოველწლიური კვლევის ჩასატარებლად და სიის შესადგენად შემდეგ კრიტერიუმებს იყენებს, ესენია შექმნილი პროდუქტების ხარისხი, კვლევებისა და განვითარებისთვის კომპანიების დანახარჯების რაოდენობა, უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის დონე და ასევე  მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობა.

ბელგია

ინოვატორი ქვეყნების სიაში მოწინავე პოზიციაზე ბელგიაა, თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ინოვაციებისთვის ამ ქვეყანაში არსებული გარემო არასაკმარისია, რაც ბიზნესის კეთებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. თუკი თანმიმდევრობით გავყვებით, შედეგი ასეთია: მეორე ადგილზე  ავსტრიაა, რომელიც კვლევებში ჩადებული ინვესტიციებით გამოირჩევა. თუმცა, მოხსენების თანხმად, ფინანსურმა კრიზისმა აღნიშნული ხარჯების შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აქ ტექნოლოგიური ბუმია. აღსანიშნავია, ისიც რომ სწორედ ლონდონში დაარსდა მსოფლიოს მოწინავე ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები. გარდა ამისა, სიაში მოხვდა ნორვეგიაც, სადაც სახელმწიფო ბანკი და საინვესტიციო კომპანია 2004 წელს შეიქმნა. მასში დასაქმებული 500-ზე მეტი ადამიანი ინოვაციურ საქმიანობას ყველა მიმართულებით ეწევა.

სინგაპური

ფინანსურ-ტექნოლოგიური ინოვაციებით სინგაპურიც გამოირჩევა და რეიტინგში მეცხრე პოზიციას იკავებს, თუმცა ამ მიმართულებით სინგაპურს  ტაივანი უსწრებს, რომელიც  შექმნილი პატენტების რაოდენობით გამოირჩევა. ინფორმაციისთვის, 2014 წელს ქვეყანაში 66 ათას 858ი დოლარის ფულადი ჯილდო გამოცხადდა ყველაზე ინოვაციური იდეისთვის, რომელიც ქვეყანაში მშპ-ის ზრდას შეუწყობდა ხელს. ასევე სიაში მოხვდა დანიაც განახლებადი ენერგიის განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. იაპონია კი ერთ-ერთი პირველი ინოვატორი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ინოვაციური საქმიანობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, როცა Sony და Nintendo გამოჩნდა, თუმცა, ქვეყანას პოზიციების შენარჩუნება უჭირს. 2007-2015 წლებში იაპონია ინოვატორი ქვეყნების ხუთეულში მუდმივად ინარჩუნებდა ადგილს. წელს კი მან მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჰოლანდია

მას მოჰყვება ჰოლანდია მეცხრე პოზიციაზე, სადაც სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ქვეყანა, ასევე, გამოირჩევა უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. რაც შეეხება ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბს-გერმანიას მეთერთმეტე პოზიციაზეა და სხვა მრავალ ნოვატორულ საქმიანობასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ქვეყანა Soundcloud-ის სამშობლოა. და ბოლოს დავამატებ, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრისთვის ინოვაციებთან ასოცირდება, მან მეთორმეტე ადგილი დაიკავა, აქვე გეტყვით, რომ სწორედ აქ მდებარეობს Silicon Valley, სადაც მსოფლიოს უმეტესი ტექნოლოგიური ინოვაცია იქმნება.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g