„გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“ გვთავაზობს ინტერვიუს კვებით ფსიქოლოგ, ნუცა ჩაჩიბაიასთან.
ფსიქოლოგმა გადაცემაში ყურადღება კვებითი აშლილობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე, მის გავლენაზე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მართვისა და დახმარების თანამედროვე მიდგომებზე გაამახვილა:
„საკმაოდ აქტუალურია, რომ გააკონტროლონ საკუთარი კვებითი ქცევები და ესეც განაპირობებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას კვების კუთხით, მაშინ როდესაც ცდილობენ მოიხმარონ მხოლოდ ჯანსაღი საკვები და ამით მოიწონონ თავი, საკუთარი იდენტობის ნაწილი ხდება, რომ მე თუ კარგად ვიკვებები, კარგი ადამიანი ვარ, დავდო სოციალურ ქსელში ამის შესახებ პოსტი მაშინ, სადაც უამრავი მოზარდი არის, რამდენად ჯანსაღად ვიკვებები, ადრე ვიძინებ, მივმართავ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას.
რა თქმა უნდა ყველაფერი ზომიერი, არის კარგი და არაფერი გადაჭარბებული. კონტროლი საკვებზე უნდა იყოს ზომიერი და იმისთვის, რომ ეს ერთის მხრივ არ გადავიდეს არაჯანსაღ კვებით ქცევაში, რომელიც მოიცავს ან საკვების შეზღუდვას ან პირიქით გადამეტებული საკვების მიღებას ან მონომიმართულებით მხოლოდ ჯანსაღი საკვების მოხმარებას და კიდევ უფრო მეტად რაციონის შემცირებას.
ყველაზე კარგი არის ზომიერება, რომ ყველაფერი არსებობდეს რაციონში ცნობიერად ისე, რომ მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს და არ მივანიჭოთ საკვებს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მას აქვს და ეს არის რეალურად საკუთარ თავზე და საკუთარ ფიზიოლოგიაზე ზრუნვა. ჩემი პიროვნება არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენ კილოგრამს ვიწონი და რა საკვები მივიღე – ეს არ უნდა გახდეს ჩემს დღის წესრიგში პრიორიტეტი“ – ამბობს ფსიქოლოგი.
