LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზი დამნაშავე ბარბადოსზე ახალ რჩეულთან ერთად ერთობა (ფოტოები)

92

ყველაზე ლამაზ დამნაშავედ წოდებული ჯერემი მიქსი, რომელიც მეუღლეს რამდენიმე კვირის წინ დაშორდა, კუნძულ ბარბადოსზე ახალ რჩეულთან ერთად ერთობა. მიქსს რომანი ბრენდ Topshop-ის მემკვიდრესთან, ქლოე გრინთან აქვს. წყვილი კუნძულზე დროს არაჩვეულებრივად ატარებს და მათი დასვენების ამსახველი ფოტოები ქსელში უკვე მოხვდა.

ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად ქლოეს მილიონებისა, მიქსი მეუღლესთან დაშორებისას ქონების ნახევარს მკაცრად ითხოვს, საუბარია სახლის გაყიდვიდან ნახევარი თანხისა, რომელიც მან მაშინ შეიძინა, როდესაც მოდელის კარიერა დაიწყო.

ის ფაქტი, რომ ამ სახლში ჯერ კიდევ მისი კანონიერი მეუღლე და ორი შვილი ცხოვრობს, როგორც ჩანს, მიქსს სრულებით არ აღელვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები