LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზი დამნაშავე და მისი ახალი რჩეული დორტმუნდის ღამის კლუბში გაერთნენ (ფოტოები)

197

დაახლოებით ორი კვირის წინ, ქსელი აჭრელდა „ყველაზე ლამაზი დამნაშავის“ ტიტულის მქონე მოდელის, ჯერემი მიქსისა და ბრენდ „ტოპშოპის“ მემკვიდრის, ქლოე გრინის რომანტიკული ფოტოებით. ბუნებრივია, ეს ფაქტი არც ჯერემის მეუღლეს გამორჩა და განქორწინება მოისურვა. ამის შემდეგ ჯერემი პირველი გამოცხადდა სასამართლოში და განქორწინების საბუთები შეავსო. შესაბამისად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მოდელი და მის ახალი გატაცება პაპარაცებმა კვლავ გამოიჭირეს.

წყვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს აუზში ნებივრობდა. ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ცურავდნენ, მოგვიანებით კი შეზლონგზე დაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ.

რამდენიმე საათის წინ კი, მიქსი და გრინი პაპარაცებმა დორტმუნდის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააფიქსირეს. ისინი არ ფარავდნენ გრძნობებს და ერთმანეთს გარშემომყოფების თვალწინ კოცნიდნენ.

ფოტოებზე ჯერემი საკმაოდ მშვიდად და ბედნიერად გამოიყურება. როგორც ჩანს, რვაწლიანი ქორწინების დასასრული მას არც ისე ძალიან ასევდიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები