LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა და დაუვიწყარი სანახაობა 60 სტუმრისთვის“ – რას წერს იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილზე

3821
BeFunky-collage

„ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა“, „ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა 60 სტუმრისთვის“, – ასე ეხმაურება „გაძეტა დელო სპორტი“ ცნობილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს, რომელიც თბილისში, რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი გამოხმაურება გამოიწვია. იტალიური გამოცემის თარგმანს lelo.ge ავრცელებს.

ფოტო, ვიდეო: „ულამაზესი, ქართული ოჯახი“ – კადრები ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერიდან

როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, ჯვრისწერა საქართველოს უძველეს ქალაქში მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში შედგა და ეს ადგილი კვარაცხელიას ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.

იტალიურ გამოცემას ყურადღების მიღმა არ დარჩენია წყვილის ტრადიციული სამოსი.

„მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს „კვარამ“ ქართული ტრადიციული სამოსი – ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი – საქორწინო ცერემონიისთვის) – ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის. ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.

ეკლესიიდან გამოსულთ კი მათ აღმართული ხმლების კორიდორის გავლა მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.

თავის ნიცაზე იქორწინა – რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯვრისწერაზე

ტრადიციულ ცეკვა-თამაში და საქორწინო ვახშამი თბილისში, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. რესტორანი თავისი ისტორიითა და მნიშვნელობით დედაქალაქის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და აქედან სტუმრებს ქალაქის გასაოცარ ხედებს სთავაზობს. სწორედ ამ შესანიშნავი ხედის ფონზე კვარამ და ნუცამ ტორტის გაჭრის ცერემონია ფოიერვერკების ფონზე იზეიმეს.

ფოტო/ვიდეო: ნიცა თავაძის ცეკვა და ტორტის გაჭრის მხიარული დასასრული – რა კადრები ვრცელდება ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილიდან

ვიდეო: ვინ დაიჭირა პატარძლის თაიგული – მორიგი კადრები ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილიდან

დაბრუნება ნეაპოლში – ფოიერვერკის ეფექტის მქონე დაბრუნება, ეს არის ის, რასაც ნეაპოლში თავის „მეფეს“ სთხოვენ, რომ მან ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის კვლავ გააგრძელოს“, – წერს იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.

იხილეთ ვრცლად

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g