მსახიობი ნატა ბერეჟიანი იუბილარია. ნატა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
ერთ-ერთმა პირველმა ნანუკა გულუამ მიულოცა.
„ყველაზე ლამაზი ხარ“, „მინდა ყოველ წამს ბედნიერი მყავდე, ოსკარით და შენი საპირწონე ნიჭის და ადამიანობის ზეიმით“, „ჩემი სამუდამო სიყვარული ხარ, დაიკო“, – წერს ნანუკა გულუა და ნატა ბერეჟიანთან ერთად სხვადასხვა დროს გადაღებულ კადრებს აზიარებს.

