ამერიკის ყველაზე ლამაზ დამნაშავედ აღიარებული ჯერემი მიქსი მილანის მამაკაცთა მოდის ვარსკვლავი გახდა.
გასულ უქმეებზე მან მონაწილეობა მიიღო ბრენდ Philipp Plein-ის ჩვენებაში და როგორც წამყვანმა გამოცემებმა დაწერეს, ჯერემიმ მილანის პოდიუმი დაიპყრო.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდისა და ყოფილი პატიმრის პირველი თანამშრომლობა არ არის. თებერვალში მოდელმა მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაში მიიღო.
მიქსმა პოპულარობა 2014 წელს მოიპოვა, როდესაც პოლიციამ მისი, როგორც დამნაშავის ფოტო განათავსა. სურათი ვირუსულად მოედო მთელს ინტერნეტ-სამყაროს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2016 წელს, ჯერემიმ მოდელის კარიერია მოიწყო.


