შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ბადრი ესებუა კვლავ ძებნაშია.
„ძებნაზე დასმულია. მისჯილი აქვს უკვე და გამოცხადებულია წითელი ცირკულარით. ვეძებთ, რა თქმა უნდა.
ბევრჯერ მითქვამს, ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ. მაშინაც ყველაფერი გავაკეთეთ. შეიძლება ახლა სასაცილოა და გვეცინება, თუმცა მაშინ იქ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, აღარ ვამბობ, რომ ხელყუმბარა აეფეთქებინა და ათობით ადამიანი დაღუპულიყო, მაგას უკვე აღარავინ უყურებს და კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა და ა.შ. მესმის, კარგია, რომ დაგვეკავებინა, თუმცა მოხდა ისე, რომ ვერ დავაკავეთ.
კიდევ ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრია, ასევე, პოლიციელების მკვლელები, როდესაც 2004-2005 წლებში მომხდარი, მაგალითად, შარშან დავაკავეთ. 18 წელი გავიდა. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, მინისტრს მისი დაკავება არ უნდოდა. რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ დააკავეს და სამწუხაროდ, ხდება და ეს ესებუაც ბოლოს სასაცილო გახდა. ესებუა ჩემთვის სასაცილო მართლა არ არის. დიდი სურვილია, ყველას გვინდა, რომ დავაკავოთ, მაგრამ, ნუ, სამწუხაროდ, ვერ დავაკავეთ“, – განაცხადა მინისტრმა.