უკვე მეექვსე წელია, სოფია ვერგარა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო მსახიობების რეიტინგს ლიდერობს. შესაბამისი რეიტინგი „ფორბსმა“ გამოავლინა. გამოცემის ცნობით, „ამერიკული ოჯახის“ ვარსკვლავმა ერთი წლის განმავლობაში 41,5 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ადგილს „დიდი აფეთქების თეორიის“ მთავარი როლის შემსრულებელი კეილი კუოკუ იკავებს 26 მილიონით.
მესამე და მეოთხე ადგილებზე „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავები, ელენ პომპეო და მინდი კალინგი იკავებენ 13-13 მილიონი დოლარით. საუკეთესო ხუთეულს კი „კანონი და წესრიგის“ მსახიობი მარიშკა ჰარგიტეი ხურავს 12,5 მილიონი დოლარით.