LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მძიმე დღე… ჩვენი ოჯახის ფუძე, ჩვენი მამა, საუკუნეს უდრის უშენოდ გატარებული 6 წელი, 6 წელია შენს ულამაზეს თვალებს ვერ ვხედავ, შენს უტკბილეს თაფლის ხმას ვერ ვუსმენ“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების თარიღს ემოციურად ეხმაურება

232
გიორგი გოგიჩაიშვილი

მსახიობის, ტელეწამყვანისა და შოუმენის, გიორგი [გოგიჩა] გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან დღეს, 6 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გიორგი გოგიჩაიშვილს სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.

„ეს დღე ყველასია, მაგრამ ჩვენი არა… ცაში კი არა გულში ფრიალებ… რამდენი რამე მოხდა უშენოდ… მაგრამ ყველაფერი შენით იწყება…“ – გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით ნათია ბანძელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებ

„ინსტაგრამისა“ და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდებზე გიორგი გოგიჩაიშვილის ფოტოებს აქვეყნებს მისი შვილი, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილიც და მამას მიმართავს.

„პატარა მამა… როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის, როგორ ჯიუტად არ მინდა არც ერთი წამი უშენოდ?! მაკლიხარ და მიყვარხარ უკიდეგანოდ.

არსებობდა კაცი, რომელზეც წიგნებში იწერება, რომელსაც ხშირად გამოგონებულ პერსონაჟსაც კი ამსგავსებდნენ და ის კაცი ჩემი პაღუნიაა“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი „ფეისბუკში“.

პატარა მამა … ❤️ როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის , მეშინია ამ დღის როგორ ჯიუტად არ მინდა არც ერთი წამი უშენოდ?!…

Posted by Nanuka Gogichaishvili on ხუთშაბათი, 03 ივლისი, 2025

ამასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილი „ინსტაგრამის“ სთორიში კიდევ ორ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ჩემი კინოგმირი, ადამიანი, რომელზეც წიგნები იწერება. ბედნიერებაა ვიყო შენი შვილი.

ეს ფოტო მე გადავუღე, აქ ცუდადაა, მაგრამ ოჯახის კვირა დღე მაშინაც უცვლელად გვქონდა. აუცილებელი იყო მამასთვის ფეხით სიარული. ყველაფერი სტკიოდა, მაგრამ ერთხელაც არ მიგრძნია მისი ტკივილი, ყოველთვის სხვისთვის ცხოვრობდა, სხვა არ დაემძიმებინა მისი გასაჭირით. როგორ მაკლიხარ.

4 ივლისი, ყველაზე მძიმე დღე. ჩვენი ოჯახის მთავარი ფუძე და სულისჩამდგმელი. ჩვენი მამა.

საუკუნეს უდრის უშენოდ გატარებული 6 წელი. 6 წელია შენს ულამაზეს თვალებს ვერ ვხედავ, შენს უტკბილეს თაფლის ხმას ვერ ვუსმენ. არცერთ წარმოსახვაში არ უნდა ყოფილიყო ეს რეალობა. მიყვარხარ უკიდეგანოდ“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g