LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით…ვინ რა იცის, ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ მაინც უნდა იმღერო, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს“ – თიკა მახალდიანი

688
2024-12-17_22-34-23_445119

თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში სტეფანე მღებრიშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც მომღერალი წერს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ღონისძიებები გააუქმეს.

„მგონია რომ, ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით ყოველთვის…არადა, ესაა ჩვენი საქმე რა ვქნათ აბა?. სხვა თუ ბანკში მუშაობს, ჩვენი „ბანკი “ მუსიკაა, რატო არ ესმის ეს ხალხს…რატომ ჰგონიათ დღემდე, რომ ეს გართობაა და „შენ რა გიჭირს იმღერებ“. რატო არ დამთავრდა? ვინ რა იცის ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ
მაინც უნდა იმღერო, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს. ხელოვნება ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს ყოველთვის“, – წერს თიკა მახალდიანი.

სტეფანე: „11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ… პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა…“

„მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი“ – მაია დარსმელიძე სტეფანეს ღონისძიებების გაუქმებას ეხმაურება

ნინი ბადურაშვილი: „უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო, უბედურება ხდება ჩვენს თავს..ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული“

ქრისტინე იმედაძე: „ჩემი მეგობრები, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები ძალიან უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან! ცხადია, რომ კონცერტის და ზეიმის დრო არ არის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g