LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მეტად ექიმები დაატარებენ მიკრობებს“ – პედიატრი ცოტნე ბესელია იზოლაციის აუცილებლობაზე

1050
ctnbeslenwsss

პედიატრი ცოტნე ბესელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პანდემიის დროს იზოლაციის აუცილებლობაზე საუბრობს. „ფორტუნა“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით მეგობრებო! შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება. როდის ვთხოვოთ ექიმს, რომ გასინჯოს პაციენტი (ფიზიკალური გამოკვლევა ჩაატაროს)? არ აქვს მნიშვნელობა ეს კლინიკაში ჩატარდება თუ ბინაზე. აი, აქ დაგჭირდებათ ემოციები მოთოკოთ და გამოავლინოთ სამედიცინო განათლება, რომელიც მით უფრო მაღალი აქვს ადამიანს, რაც უფრო მაღალი დონისაა მისი ექიმი. რეალურად უნდა შეაფასოთ საკუთარი ჯანმრთელობა და თუ თქვენი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია არ მოითხოვოთ ექიმის ვიზიტი. სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დროს თქვენ შესაძლოა გაავრცელოთ და მიიღოთ დაავადების გამომწვევი მიკრობი, ხოლო ბინაზე ვიზიტის დროს შესაძლოა მიიღოთ ეს მიკრობი ექიმისგან. ალბათ ხვდებით, რომ ყველაზე მეტად ექიმები დაატარებენ მიკრობებს. ამიტომ დაიცავით ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც საჭიროა ამ ინფექციასთან ბრძოლისას – იყავით იზოლირებულად, მშვიდად და სატელეფონო კონტაქტზე პირად ექიმთან. სასწრაფო დახმარების ბრიგადები იტვირთებიან ძალიან ასეთ დროს. ექიმი ვერ გაარკვევს ავადმყოფს, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს თუ არა ახალი კორონავირუსული ინფექცია. ეპიდანამნეზის გამოკითხვა და რისკჯგუფებს მიკუთვნება კი შეიძლება ექიმთან სატელეფონო გასაუბრების შედეგადაც. მერე რა თუ ამ ვიზიტის ღირებულებას სადაზღვევო კომპანია დაგიფარავთ ან მატერიალურად ამის პრობლემა არ გაქვთ და მერე რა თუ ექიმს ამის გამო ნაკლები ხელფასი გამოუვა. თუ გადავწყვიტეთ, რომ დროებით მაინც პირადულზე მაღლა საზოგადოებრივი დავაყენოთ ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g